„ეს ალბათ არ არის ბლეფი, როცა რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის წინააღმდეგ ბირთვულ საფრთხეებზე საუბრობს, მაგრამ არც დასავლეთის მხრიდან არის ბლეფი, როცა ამბობს, რომ რუსი სამხედროები განადგურდებიან, თუ რუსეთი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში“, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„არსებობს ბირთვული საფრთხე და პუტინი ამბობს, რომ ის არ ბლეფობს, მას ბლეფის საშუალება არ აქვს. ცხადი უნდა იყოს, რომ ხალხი, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, ევროკავშირი და წევრ ქვეყნები, შეერთებული შტატები და NATO არ ბლეფობენ.
ნებისმიერი ბირთვული თავდასხმა უკრაინის წინააღმდეგ გამოიწვევს პასუხს და არა ბირთვულ პასუხს, არამედ სამხედრო თვალსაზრისით ისეთ მძლავრ პასუხს, რომ რუსული არმია განადგურდება“, - აცხადებს ბორელი.