დიდი ბრიტანეთი უკრაინას მოწინავე ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის

დიდი ბრიტანეთი უკრაინას საშუალო რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო (Amraam) რაკეტებს მიაწვდის, რაც მათ საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს, ჩამოაგდონ რუსული საკრუიზო რაკეტები, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.

,მისივე თქმით, ასობით სხვა საჰაერო თავდაცვის რაკეტა და საჰაერო დრონი ასევე გაიგზავნება, როგორც დახმარების პაკეტის ნაწილი.

„ეს იარაღი დაეხმარება უკრაინას, დაიცვას თავისი ცა თავდასხმებისგან და გააძლიეროს საერთო საჰაერო თავდაცვა“, - განაცხადა უოლესმა.