მოსკოვის „ბირთვულ რიტორიკასთან“ დაკავშირებით, NATO-სა და რუსეთს შორის კომუნიკაცია შედგა

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არ აპირებს პასუხს ბირთვული იარაღით, თუ რუსეთი გამოიყენებს ამგვარი ტიპის იარაღს უკრაინის წინააღმდეგ. განიხილავს NATO ბირთვულ პასუხს ამგვარი შეტევის შემთხვევაში? ძირს უთხრის თუ არა საფრანგეთი დასავლეთის შეკავების პოლიტიკას, როდესაც ცალმხრივად გამორიცხავს ბირთვულ პასუხს? ამ შეკითხვით მიმართეს NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს ბრიუსელში, თავდაცვის მინისტერიალის შემდეგ.

NATO-ს „ბირთვული შეკავების“ ფუნდამენტური მიზანია მშვიდობის შენარჩუნება, აგრესიის თავიდან აცილება და NATO-ს მოკავშირეების მიმართ იძულების თავიდან აცილება. გარემოებებს, როდესაც NATO-ს შეიძლება ბირთვული იარაღის გამოყენება მოუწიოს, უკიდურესად შორი მიზეზობრივი კავშირი აქვს. რუსეთის ბირთვული რიტორიკა საშიშია, უგუნური.

მათ იციან, რომ თუ ისინი გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს უკრაინის წინააღმდეგ, მას სერიოზული შედეგები მოჰყვება. ეს არის ის, რაც რუსეთმა იცის, NATO-ს მოკავშირეებმა რუსეთს ამის შესახებ სხვადასხვა გზით აცნობეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.