მიკოლაივში, ნანგრევებიდან ამოყვანილი 11 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა

11 წლის ბიჭი, რომელიც მაშველებმა მიკოლაივში რუსული რაკეტებით დანგრეული საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ამოიყვანეს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ მიკოლაივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა განაცხადა.

ქალაქ მიკოლიევში, მაშველებმა საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. დაშავებული 11 წლის ბიჭი კი, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნანგრევების ქვეშ შესაძლოა, ხალხი ისევ იყოს.