ნინო ჩხობაძე: სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი გამოცდილება, სახალხო დამცველობის კანდიდატებს ცოტას ჰქონდათ

ჩემი შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ კანდიდატებს გამოცდილება გარემოსდაცვით სისტემებთან მიმართებით. ჩემდა სამწუხაროდ, 19 კანდიდატიდან ძალიან ცოტას ჰქონდა გამოცდილება, - ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატების შემფასებელმა, ნინო ჩხობაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

ნინო ჩხობაძის თქმით, გარემოსდაცვითი გამოცდილება ძალიან ცოტა კანდიდატს ჰქონდა.

„ჩემი შეფასების პირველი კრიტერიუმი იყო, რამდენად ჰქონდათ კანდიდატებს გამოცდილება გარემოსდაცვით სისტემებთან მიმართებით. ჩემდა სამწუხაროდ, 19 კანდიდატიდან ძალიან ცოტას ჰქონდა გამოცდილება.

არ გამომიტოვებია კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სოციალური სამართლიანობის პრინციპები – არა მარტო სამართალ- სასჯელაღსრულებით სისტემებში გამოცდილება, ადამიანის უფლებებში ან ბავშვთა უფლებებში. დღეს, 21-ე საუკუნეში ადამიანის უფლებები პირდაპირ გადაკვეთილია გარემოს დაცვით სისტემებთან და გარემოს დაცვის პრობლემატიკასთან. მით უფრო, რომ კლიმატის ცვლილება ხდება, მოსახლეობას მეტი და მეტი უჭირს.

ადაპტაციურ ღონისძიებებზე, რომლებიც გასატარებელია, ჩემი ხედვით, ომბუდსმენმა უნდა დაიცვას სამართლიანობის პრინციპი, დაიცვას ადამიანის უფლება, პირველ რიგში, დაიცვას სიცოცხლის უფლება. ალბათ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ოთხი კრიტერიუმიდან, ვუყურებდი, გარემოსდაცვითი გამოცდილება ვის, როგორ ჰქონდა. ჩემთთან სიაში ლიდერობს ნუგზარ კოხრეიძე, ქალბატონი ანა აბაშიძე და ასე შემდეგ“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა სახალხო დამცველობის კანდიდატების ცხრაკაციანმა შემფასებელმა კომისიამ მუშაობა დაასრულა. 

როგორც ცნობილია, კომისიის წევრებმა ომბუდსმენობის 19 კანდიდატი ოთხი კრიტერიუმის მიხედვით შეაფასეს. მომავალი სახალხო დამცველი პარლამენტმა 90-ხმიანი კვორუმით უნდა აირჩიოს.