Reuters: რუსეთისთვის დრონების მიწოდების გამო, ევროკავშირი ირანის წინააღმდეგ სანქციებს განიხილავს

ევროკავშირის მინისტრები განიხილავენ სამომავლო სანქციებს ირანის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მან რუსეთს, სავარაუდოდ, კამიკაძე-დრონები მაიწოდა. იუწყება Reuters-ი წყაროზე დაყრდნობით.

Reuters-ის ცნობით, მინისტრები ამ საკითხს 17 ოქტომბერს განიხილავენ.

10 ოქტომბერს, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის და ბელორუსის ტერიტორიებიდან გაშვებული ირანული წარმოების დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინის მთავრობის ცნობით, 29 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე უკრაინამ სულ 24 ასეთი დრონი ჩამოაგდო. 

ირანი უარყოფს, რომ მოსკოვს დრონები მიაწოდა. თავის მხრივ, კრემლსაც არ უღიარებია ეს ფაქტი. ინფორმაცია, რომ ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას აპირებდა, თავდაპირველად, აშშ-მ გაავრცელა.