„ვერავის ვერ მიიღებენ NATO-ში ვიდრე ეს ომი მიმდინარეობს. რისკები ძალიან მაღალია, როცა ადამიანები საუბრობენ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. NATO-ს არ სურს პირდაპირ სამხედრო კონფლიქტში ყოფნა რუსეთთან. ასე რომ ამ ეტაპზე არაფერი არ შეიცვლება,“- ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა კურტ ვოლკერმა „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.
ამასთან, კურტ ვოლკერი ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ვითარება შეიცვლება.
„მაგრამ ჩემი აზრით დანახული პერსპექტივა არის ის, რომ უკრაინას ექნება პროგრესი რუსეთის დამარცხებასა და სამხედრო ძალის განდევნაში. ასევე ვფიქრობ, რომ რუსეთში შეიცვლება პროცესები. არ ვფიქრობ, რომ როცა რუსეთი დამარცხდება, პუტინი ხელისუფლებაში დარჩება. ამის შემდეგ NATO-ში გაწევრიანება ძალიან რეალური გახდება, როდესაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს შეაჩერებს და ცნობს საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინას აქვს ძალიან კარგი თავდაცვითი პოტენციალი და უნდა გახდეს NATO-ს წევრი. ზუსტად ამავე დროს უნდა გახდეს საქართველოც NATO-ს წევრი. აქ არ უნდა იყოს ჩავარდნა დროში, ორივე ქვეყანა ერთდროულად უნდა მიიღონ“, - განაცხადა ვოლკერმა.