კასპში ორი ადამიანის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს ბრალს დღეს წარუდგენენ

კასპში ორი ადამიანის მძევლად აყვანის ფაქტზე დაკავებულს, ბრალს დღეს წარუდგენენ. დაკავებული ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კასპში, ერთ-ერთი საწარმოში ორი პირის მძევლად აყვანის ბრალდებით ერთი პირი - 1993 წელს დაბადებული გ.მ. დააკავა.

როგორც ცნობილი გახდა, კასპში სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირი,უწყების ყოფილი თანამშრომელია.