ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდი კლინიკიდან გაწერეს

ვაკის პარკში დენის დარტყმის შედეგად დაშავებული მოზარდი კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ექიმმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს სამი ბავშვი ვაკის პარკის შადრევანში ბურთის ამოსატანად ჩავიდა. დენის დარტყმის შემდეგ ისინი კლინიკაში სასწრაფომ გადაიყვანა. ერთი მოზარდი კლინიკიდან 14 ოქტომბერს გაწერეს.

13 წლის გოგო გარდაიცვალა. კლინიკაში კიდევ ერთი მოზარდი რჩებოდა.

  • გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტრო ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია 12 ოქტომბერს დასრულდა.