ქართველმა მთამსვლელებმა უმაღლესი ჯილდო - „ოქროს წერაყინი“ მიიღეს

ქართველმა მთამსვლელებმა „ოქროს წერაყინი“ (Piolets d'Or 2022) მიიღეს. დაჯილდოების ცერემონია საფრანგეთში, 18-20 ნოემბერს ჩატარდება. ინფორმაცია დაჯილდოების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდა.

ე.წ. ალპინიზმის ოსკარის მფლობელები არჩილ ბადრიაშვილი, გიორგი ტეფნაძე და ბაქარ გელაშვილი, პაკისტანში, სარაგრარის 7,300 მეტრის სიმაღლის ჩრდილო-დასავლეთ მწვერვალზე, უმაღლესი სირთულის მარშრუტის დალაშქვრისთვის გახდნენ