Twitter-მა კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი წევრის, მარჯორი ტეილორ გრინის ანგარიში დაბლოკა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიში Twitter-ის პოლიტიკის მრავალჯერადი დარღვევის გამო ჩაიკეტა.
გავრცელებული ინფორმაციით, მარჯორი ტეილორ გრინი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით ეკამათა, კონგრესის წევრი ასევე ცნობილია შეთქმულების თეორიების მხარდაჭერით.
თავად მარჯორი ტეილორ გრინი Twitter-ს კონსერვატიული პოლიტიკური ხმების ჩახშობაში სდებს ბრალს.