„ჩვენ გვახსოვს რუსეთში დაკავებული ჩვენი ხალხი. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ისინი და ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ ისინი ყველა, მტერს არავინ არ უნდა დავუტოვოთ. მაგრამ ამისთვის საჭიროა, რაც შეიძლება მეტი ოკუპანტის შეპყრობა“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას განაცხადა.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა, ენერგომომარაგებაა.
„უკრაინის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში რუსული სარაკეტო ტერორის გამო, ენერგეტიკის მუშაკებს ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა უწევთ, რათა მთელმა სისტემამ სტაბილურად იმუშაოს. მაგრამ შესაძლებელი იქნება ამის თავიდან აცილება, თუ ყველა ჩვენგანი უკრაინაში, შეგნებულად მივუდგეთ პიკის საათებში ელექტროენერგიის მოხმარებას.
ეს არის პატარა რამ თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, მაგრამ უკიდურესად ხელშესახები რამ მთელი ენერგეტიკული სისტემისთვის. მაგალითად, ამ შაბათს ჩერნიგოვის რაიონის მცხოვრებლებმა ელექტროენერგიის მოხმარება 20 პროცენტით შეზღუდეს. ძალიან მადლობელი ვარ თქვენი.
თხოვთ, მეტი გააკეთოთ, თუ გაქვთ შესაძლებლობა. 17:00-დან 23:00 საათამდე უნდა შევამციროთ ელექტროენერგიის მოხმარება. ეს არის ნაბიჯი, რომელიც სხვა ნაბიჯებთან ერთად უზრუნველყოფს რუსული ტერორისტული გეგმების ჩავარდნას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.