თბილისში, ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო

თბილისში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დაიწყო.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანიკენ ჰუიტფელდი ქართველო კოლეგას, ილია დარჩიაშვილს შეხვდა, რის შემდეგაც მინისტრები ნორვეგიის სამეფოს საელჩოს გახსნის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრნენ.

ამასთან, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრას გამართავს პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, ასევე გაეცნობა საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას და გვირგვინით შეამკობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.