ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველომ დემოკრატიზაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა

მოხარული ვარ, რომ ოფიციალურად გავხსნი ნორვეგიულ საელჩოს თქვენს მშობლიურ ქვეყანაში. მრავალი წლის განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, – ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდმა დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოხარული ვარ, რომ ოფიციალურად გავხსნი ნორვეგიულ საელჩოს თქვენს მშობლიურ ქვეყანაში. კიდევ ერთხელ ადასტურებს ნორვეგიის მყარ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

რუსეთის  ბორდერიზაციისა და დაკავებების პოლიტიკა კიდევ უფრო ამძიმებს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას. ეს სრულად მიუღებელი და დასაგმობია. მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას დიალოგის მიმართულებით. ასევე, მივესალმებით ევროკავშირისა და გაერო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს  2008 წლის ცეცხლის შეწყვეტისხელშეკრულება.

მრავალი წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიზაციის, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით. ჩვენ გვინდა, ვიხილოთ პროცესის გაგრძელება და მაღალი შეფასება მივცეთ იმას, რომ ევროკავშირის მხრიდან ივნისში გაცემული რეკომენდაციები შესრულდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი არ ვართ, ძალზედ მჭიდროდ ვპარტნიორობთ ევეროკავშირთან. ჩვენი ურთიერთობები ერთიან ღირებულებებსა და პრინციპებს ემყარება“, – განაცხადა ანიკენ ჰუიტფელდმა.