პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინელების გატეხვას, „კამიკაძე“ დრონებითა და რაკეტებით მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორის მიუხედავად.
ამის შესახებ მან ტელეგრამში უკრაინის ქალაქებზე მტრის ღამის და დილის საჰაერო თავდასხმების კომენტირებისას აღნიშნა.
„მთელი ღანე და დილა, მტერი ახორციელებდა მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორს. „კამიკაძე-დრონებითა“ და რაკეტებით, იერიში მიაქვთ უკრაინაზე. კიევში დაიბომბა საცხოვრებელი სახლი. მტერს შეუძლია იერიში მიიტანოს უკრაინის ქალაქებზე, მაგრამ ჩვენს გატეხვას ვერ შეძლებს. ოკუპანტებს ელოდებათ მხოლოდ სამართლიანი სასჯელი და მათ მომავალი თაობები გაასამართლებენ. ჩვენ გველოდება გამარჯვება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.