საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია და დაეხმაროს უკრაინას - უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა - ამის შესახებ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს რუსეთის აგრესია და დაეხმაროს უკრაინას, რათა აღადგინოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. უკრაინაში მშვიდობის გარეშე ევროპაშიც ვერ იქნება მშვიდობა. ჩვენ ვერ დავუშვებთ იმას, რომ აგრესიამ და შიშმა გაიმარჯვოს.
ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საერთაშორისოდ აღიარებული მშვიდობა და წესრიგი კიდევ ერთხელ აღვადგინოთ, გამოვხატოთ ჩვენი პატივისცემა საერთაშორისო სამართლის მიმართ და იმის მიმართ, რომ ქვეყნებს თავად შეუძლიათ საკუთარი ბედის გადაწყვეტა. მხოლოდ ასე შეგვიძლია უზრუნველვყოთ განგრძობითი მშვიდობა ჩვენს რეგიონსა და მსოფლიოში. სირთულეების მიუხედავად, რომელსაც ვაწყდებით ჩვენს ქვეყნებში, საქართველოს და მოლდოვას სურთ ჰარმონიული განვითარება და მომავალი მშვიდობასა და კეთილდღეობაში მათი მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა მაია სანდუმ.
ასევე წაიკითხეთ: