სალომე ზურაბიშვილი: ეს ომი დამთავრდება უკრაინის გამარჯვებითა და ჩვენი ევროკავშირში გაერთიანებით

უკრაინის ომი ევროპისთვის უდიდესი გამოწვაა. ევროპამ დღეს დაინახა რუსეთის ნამდვილი სახე. ჩვენ გავლილი გვაქვს სხვა ომები და ოკუპაცია, როცა ჩვენი პარტნიორები მაინც უყურებდნენ, ისე, რომ შესაძლოა რუსეთი ყოფილიყო სანდო პარტნიორი. თუმცა უკრაინის ომმა ეს ხედვა შეცვალა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოლდოვის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს ომი და დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციითა და საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაერთიანებით. 

„ღრმად მჯერა, სამივე ქვეყანა, რომლებმაც მივიღეთ ასოცირება პეტრას სამიტიდან, ტრიოს ფორმით და დავიწყეთ ევროინტეგრაციის აქტიური ფაზა, ვნახავთ ამ გზის შედეგს და ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის. ეს ომი და დამთავრდება უკრაინის გამარჯვებით, უკრაინის რეკონსტრუქციით და ჩვენი ქვეყნების ევროკავშირში გაერთიანებით", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის განცახდებით, ტრიოს წევრები ევროინტეგრაციის კუთხით ერთი და იმაზე პერსპექტივაში რჩებიან და ერთი და იმაზე გზაზე მიდიან და ერთიდაიგივე რეფორმებია გასატარებელი. „ჩვენი ცოტა სხვა კალენდარში ჯდება, 12 რეკომენდაციის შესრულების გზით უნდა მივაღწიოთ კანდიდატის სტატუსს. მოლდოვას და უკრაინას აქვთ ასევე თავიანთი რეფორმები ჩასატარებელი".

მისი თქმით, ევროპა არის მოლდოვასა და საქარველოს მომავალი „და სხვა პერსპეტივა არ გაგვაჩნია. ჩვენი მომავალი განუყოფელია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. 

საქართველოს პრეზიდენტი, მოლდოვაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.