შვეიცარიაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა

შვეიცარიაში კორონავირუსის ახალი შტამი გამოვლინდა. აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ახალი შტამის გამოვლენის გამო, სათხულამურო კურორტ სან-მორიცის ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა და სათხილამურო სკოლები დაიხურა.

„ორ სასტუმროში ვირუსის ახალი შტამის ათამდე შემთხვევა გამოვლინდა. მოსახლეობისა და სტუმრების ჯანმრთელობის დასაცავად, ჯანდაცვის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ორ სასტუმროში კარანტინი გამოცხადდა“ - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ჯერჯერობით, უცნობია, ვირუსის რომელი ახალი სახეობა გამოვლინდა სასტუმროებში.