ევროკავშირმა, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციის წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა, 11 პირსა და ოთხ ირანულ ორგანიზაციას, ბოლო საპროტესტო აქციების დროს ძალის გამოყენების გამო სანქციები დაუწესა, ნათქვამია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

სიაში მოხვდნენ ე.წ. მორალის პოლიციის მაღალჩინოსნები, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სამხედრო ფრთა „ბასიჯი“ და ეროვნული პოლიციის დანაყოფი.

ევროკავშირის ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, ირანის უსაფრთხოებისა და მორალის პოლიციას ბრალად ედება სექსუალური ძალადობა, უკანონო დაკავება და ქალების წამება.

ირანში საპროტესტო აქციები სექტემბრის ბოლოს დაიწყო. აქციები პროვოცირება მაჰსა ამინის სიკვდილმა გამოიწვია, რომელიც  მორალის პოლიციამ ჰიჯაბის არასწორად ტარების გამო დააკავა.

ახლობლების თქმით, გოგო დაკავებისას სცემეს, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა. ირანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მაჰსა ამინი ავად იყო.

მანამდე, ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელმა ჯოზეფ ბორელმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გაუმართლებელი და მიუღებელი უწოდა და განაცხადა, რომ ევროპელი საგარეო საქმეთა მინისტრები ახალ ანტიირანულ სანქციებს 17 ოქტომბერს დაამტკიცებენ.

ისლამური რესპუბლიკის მთავრობა, თავის მხრივ, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აშშ-ს ადანაშაულებს.