სახელმწიფო დეპარტამენტი: მტკიცედ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს და პარტნიორებს, გააგრძელონ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება

აშშ მოუწოდებს პარტნიორებსა და მოკავშირეებს, გააგრძელონ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-ს განუცხადა. აშშ რუსეთიდან და ირანიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მუშაობს, მათ შორის გაეროში და ეს თანამშრომლობა მოიცავს ირანის მიერ რუსეთში იარაღის სახიფათო გავრცელების საწინააღმდეგო ქმედებებს. 

„ბოლოდროინდელი თავდასხმები ვერც უკრაინის სულისკვეთებას გატეხს და ვერც ჩვენს გადაწყვეტილებას, მხარი დავუჭიროთ კიევს. შეერთებული შტატები გააგრძელებს არსებითად მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებას, რათა უკრაინამ შეძლოს თავის დაცვა და საკუთარ ხალხზე ზრუნვა.

  • უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად, ჩვენ ერთად ვდგავართ და სოლიდარულები ვართ 50-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად, მტკიცედ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებს და პარტნიორებს, გააგრძელონ უკრაინისთვის საჭირო სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება რუსეთის წინააღმდეგ თავის დასაცავად და ვმუშაობთ, რომ ეს დახმარებები უკრაინას გადაეცეს.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მათ შორის გაეროში, რუსეთისა და ირანიდან მომდინარე საფრთხეებთან დაკავშირებით, მათ შორის ირანის მიერ რუსეთისთვის იარაღის სახიფათო მიწოდებაზე.

  • ჩვენ გავაგრძელებთ შეერთებული შტატების ყველა სანქციის მტკიცედ აღსრულებას როგორც რუსეთის, ასევე ირანული იარაღის ვაჭრობის მიმართ, რათა ირანს რუსეთისთვის იარაღის მიყიდვა გაურთულდეს.

ჩვენ ვიქნებით ჩვენს პარტნიორებთან ერთად მთელ რეგიონში ირანის საფრთხის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებით უზრუნველყოფას, რათა თავი დავიცვათ ამ ტიპის იარაღისგან.

შეერთებული შტატები, თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, შეთანხმებულად მუშაობს იმის უზრუნველსაყოფად, რომ რუსეთის ფედერაციამ და ლუკაშენკოს რეჟიმმა ბელორუსში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო მძიმე ეკონომიკური და დიპლომატიური ფასი გადაიხადონ.

ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ განვახორციელეთ ქმედებები, რომელთა სამიზნეა კრემლისა და ლუკაშენკოს რეჟიმის ელიტის ფინანსური ქსელები და აქტივები.

12 ოქტომბერს გამართულ ისტორიულ კენჭისყრაზე გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა რეზოლუციის მიღებით მტკიცედ აიმაღლეს ხმა ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და გაეროს ინსტიტუტის მხარდასაჭერად, რომელიც გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიის უკანონო ანექსიის მცდელობას“, - განუცხადა Europetime-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.