დიდი ბრიტანეთი, მინიმუმ 15 თებერვლამდე, ყველა სამგზავრო დერეფანს კეტავს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მოგზაურებს, რომლებიც ჩავლენ დიდ ბრიტანეთში, გემით, მატარებლით თუ თვითმფრინავით, ასევე უნდა აჩვენონ Covid-19 უარყოფითი ტესტის მტკიცებულება, რომ ქვეყანაში შესვლის უფლება მიიღონ.
როგორც ცნობილია, კორონავირუსზე ტესტი უნდა გაკეთდეს მოგზაურობამდე 72 საათით ადრე და ყველას, ვინც მის გარეშე ჩავა ბრიტანეთში, მას 500 ფუნტ სტერლინგით დააჯარიმებენ.
ამავდროულად, ყველა მგზავრს 10 დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს.
როგორც მთავრობამ განაცხადა, სამგზავრო დერეფნის დახურვა ძალაშია მინიმუმ 15 თებერვლამდე.