კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო: ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქვათა ცვენა დაიწყო

ვარძიის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, პერიმეტრზე შესასვლელ შლაგბაუმთან, მთის ფერდობზე ქვათა ცვენა დაიწყო, - სსიპ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტო ვარძიის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათივე ცნობით, მომხდარის შედეგად ძეგლს საფრთხე არ დამუქრებია.

„როგორც აღინიშნა, ეს არის მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ვარძიის სამონასტრო კომპლექსისგან მოშორებით“, – განმარტავენ კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში.