ქუთაისის მერიის შენობიდან მოპარული ნივთები პოლიციამ იპოვა. ქურდობის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი შუა ხნის კაცია დაკავებული.
როგორც ცნობილია, „მთავარ არხსა“ და „ტვ პირველს“ კუთვნილ აპარატურას უახლოეს დღეებში გადასცემენ.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი სივრცე დღეს დილით გაქურდეს. ამასთან, „მთავარი არხის“ კუთვნილი ლეპტოპი და „ტვ პირველის“ კამერა იყო მოპარული.