"ჩვენ COVAX პლატფორმაში ვაქცინა შეკვეთილი გაქვს მოსახლეობის 20%-სთვის. ეს არის მილიონ ნახევარი დოზა" - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, ვაქცინის მოწოდება ეტაპობრივად მოხდება.
"ჩვენ COVAX პლატფორმაში ვაქცინა შეკვეთილი გაქვს მოსახლეობის 20%-სთვის. ეს არის მილიონ ნახევარი დოზა. თუმცა მილიონ ნახევარი დოზის ერთბაშად მოწოდება არ მოხდება. მოხდება ეტაპობრივად და ქვეყანა რომ აითვისებს პირველ ნაწილს, მაგალითად 50 000 დოზას, შემდეგ მოვა დანარჩენი დოზები. წყვეტა იმაში, რომ ჩვენ მოთხოვნა გვაქვს და ვაქცინა - არ არის, არ იქნება.
რაც შეეხება პირველ საწყის შემოტანას, "ფაიზერის" ვაქცინასთან მიმართებაში, აქ არის უფრო შეზღუდულ ჯგუფზე საუბარი. ვარაუდობთ 20 000 დოზას. ეს განკუტხვნილია10 000 სამიზნე ჯგუფისთვის, რომლებსაც ჯანდაცვის წარმომადგენლები შეადგენენ. ესეც არის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომელსაც ადგენს COVAX-ი, თუ ვინ უნდა მიიღოს პირველი ვაქცინა." - განაცხადა გაბუნიამ.