მედია: ტრამპი უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი დღით ადრე 100-მდე ადამიანის შეწყალებას აპირებს

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უფლებამოსილების ამოწურვამდე ერთი დღით ადრე 100-მდე ადამიანის შეწყალებას აპირებს. აღნიშნულ ინფრომაციას CNN-ი ავრცელებს.

როგორც ჟურნალისტები იუწყებიან, აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ მათ სამმა ანონიმურმა წყარომ აცნობათ.

გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორის შესაძლოა იყვნენ ეკონომიკურ დანაშაულებებში ბრადლებულები, რეპერები და სხვები.

ცნობისთვის, იანვრის დასაწყისში „ნიუ იორკ თაიმსი“ იუწყებოდა, რომ ტრამპი საკუთარი თავის შეწყალებასაც განიხილავდა, მაგრამ CNN-ის ცნობით, ეს საკითხი დღის წესრიგში აღარ დგას.