აშშ-ის მოქმედი ვიცე-პრეზიდენტი, მაიკ პენსი Twitter-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგზე.
ვიცე-პრეზიდენტის თქმით, აშშ-იმ მშვიდობას საკუთარი სიძლიერით მიაღწია.
"პირველად აშშ-ის ისტორიაში, ახალი ადმინსტრაციის მეთაურობით, ამერიკა ახალ ომში არ ჩართულა. ჩვენ მშვიდობას მივაღწიეთ, ქვეყნის სიძლიერის წყალობით",- მაიკ პენსი, მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ Twitter-ზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში წერს.
აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი, მოქმედი ვიცე-პრეზიდენტის თქმით ის ჯო ბაიდენის ინაუგურაციას დაესწრება.