2020-21 სასწავლო წლის მეორე სემესტრი დღეს განახლდა.
სწავლა დისტანციურ რეჟიმში განახლდა დიდ ქალაქებში: თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში, ასევე აჭარის რეგიონში. დანარჩენ სკოლებში სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში წარიმართება.
სკოლები, სადაც მეორე სემესტრი საკლასო ოთახებში განახლდება, სამინისტრომ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სრულად უზრუნველყო პირბადეებით, დისტანციური, უკონტაქტო თერმომეტრებით, დეზობარიერითა და ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებით.
როგორც ცნობილია, დისტანციური სწავლების ხელშეწყობის მიზნით, საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები მობილური ინტერნეტის შეღავათიანი ტარიფით ისარგებლებენ. ინტერნეტპროვაიდერები მათ 20 GB მობილურ ინტერნეტპაკეტს 10 ლარად შესთავაზებენ, რაც სტანდარტულ ღირებულებასთან შედარებით 2,5-ჯერ ნაკლებია.
პროგრამით სარგებლობისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს პლატფორმაზე http://mobile.emis.ge