„პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ 95%-ზე ავალთ, მაისისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთეული შემთხვევა იქნება და ინფიცირების მაჩვენებელი 10-77-ის ფარგლებში შემცირდება", - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბოლო დღეების განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი 29-ს ჩამოსცდა. ეს პოზიტიური ტენდენციის ერთ-ერთი ინდიკატორია. ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტი რუგულარულად ახლებს ქვეყნების მონაცემებს. ბოლო განახლება 15 იანვარს იყო, სადაც მათ აღნიშნეს ჩვენი დადებითი ტენდენცია.
სასიამოვნოა, რომ ჩვენთან, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული და თუ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობის მაჩვენებელი ერთეული შემთხვევა იქნება და ინფიცირების მაჩვენებელი 10-77-ის ფარგლებში შემცირდება.
ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგულაციების დაცვას, განსაკუთრებით - პირბადის ტარების მაჩვენებელს. თუ ნოემბერ-დეკემბერში ერთ ინფიცირებულს ვავლენდით და 2-3-ს ვერა, ახლა, ყოველ ერთ გამოვლენილზე დაახლოებით, 1-1,5 არ ვლინდება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.