საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოს დენდიასი უკრაინის ქალაქებზე რუსეთის თავდასხმებსა და უდანაშაულო ადამიანების მკვლელობასა გმობს. ამას ის სამხედრო დანაშაულად მიიჩნევს.
შესაბამისი განცხადება დენდიასმა კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრო კულებასთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.
მანამდე უკრაინის უმაღლესმა დიპლომატმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებები საჰაერო თავდასხმის განგაშის გამო შეწყდა, რის შემდეგაც მათ თავშესაფარში გადაინაცვლეს.
- კიევში აფეთქებების ხმა ისმის, უკრაინა მასიური სარაკეტო თავდასხმის ქვეშაა - უკრაინული მედია
- დმიტრო კულებას თქმით, საბერძნეთმა უკრაინისთვის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდება დაიწყო
„ეს თავდასხმები კლავს და აზიანებს ათეულობით უდანაშაულო ადამიანს. საბერძნეთი მკაცრად გმობს ამ თავდასხმებს. მე განაცხადა თქვა დენდიასმა.
მანვე აღნიშნა, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, უკვე მესამედ ეწვია უკრაინას.
„მჯერა, რომ ჩემი ამჟამინდელი ვიზიტი სიმბოლურია. მინდა გამოვიყენო ეს შესძლებლობა და უკრაინის მთავრობისა და უკრაინელი ხალხს მიმართ, საბერძნეთის მთავრობისა და ხალხის სრული სოლიდარობა გამოვხატო. ამასთან, კიდევ ერთხელ დავადასტურო პოზიცია, რომ საერთაშორისო სამართლის სრული პატივისცემა, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი ჩვენთვის წმინდა პრინციპებია. საბერძნეთი ყოველთვის იცავს ამ პრინციპს: - აღნიშნა მინისტრმა.