საბერძნეთმა უკრაინისთვის BMP-1 ტიპის ქვეითთა საბრძოლო მანქანების მიწოდება დაიწყო.
შესაბამისი განცხადება საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ნიკოს დენდიასთან შეხვედრის შემდეგ, კიევში გაკეთდა.
ნიკოს დენდიასმა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ერთობლივი პრესკონფერენცია თავშესაფარში გამართეს.
„განსაკუთრებით ვაფასებთ იმ იარაღს, რომელსაც საბერძნეთი გადასცემს უკრაინას, რითაც ჩვებ შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი მიწა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი ხნის ნანატრი BMP-1 ტიპის ჯავშანტექნიკის ტრანსპორტირება საბერძნეთიდან უკრაინაში უკვე დაწყებულია. მალე ისინი ჩამოვლენ და დაუყოვნებლივ გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის საბრძოლო და თავდაცვის შესაძლებლობებს“, - განაცხადა კულებამ.
მინისტრმა აღნიშნა, რომ დენდიასთან შეხვედრაზე დაისვა ამ სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხი.
კულებას თქმით, უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერება ახლა უმთავრესი პრიორიტეტია.
„საბერძნეთმა იცის ჩვენი მოთხოვნა და განიხილავს მას“, - განაცხადა კულებამ.
როგორც ცნობილია, გერმანიამ Marder-ის ტიპის ქვეითი საბრძოლო მანქანების პირველი პარტია გაგზავნა საბერძნეთში, რათა უკრაინას BMP-1 ტიპის მანქანები მიაწოდოს.