აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიურო კაპიტოლიუმიდან მოპარული ნენსი პელოსის ლეპტოპის საქმეს იძიებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
კაპიტოლიუმის შტურმის დროს დაიკარგა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის პერსონალური ლეპტოპი, რომლის მოპარვასაც რაილი ჯუნს ედავებიან. გავრცელებული ინფორმაციით, ლეპტოპის მიყიდვას ეჭვმიტანილი რუსეთისთვის აპირებს.
ექვს იანვარს გავრცელებულ კადრებში ჩანს რაილი ჯუნი, რომელიც სპიკერის კაბინეტთან იმყოფებოდა.
სამართალდამცველების მიერ გაკეთებულ განცხადებაში, ნათქვამია, რომ ბრალდებული მიმალვაშია. რაილი ჯუნის დედის თქმით, მან ბარგი ჩაალაგა და ოჯახი გააფრთხილა, რომ ის რამდენიმე კვირით წავიდოდა.
ჯერჯერობით უცნობია, შეძლო თუ არა საგამოძიებო ბიურომ ეჭვმიტანილის მოძებნა.
რაილი ჯუნს უკანონო შეღწევა შენობაში და ხულიგნობა ედება ბრალად.