რუსეთის მიერ უკრაინის ოთხ უკანონოდ ანექსირებულ რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადების საპასუხოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა, რომ განკარგულებას „არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს“ და მოსკოვის იურისდიქცია ამ ტერიტორიებზე არ ვრცელდება.
„სიმართლე ისაა, რომ რუსეთი არ სურთ ამ რეგიონებში. ხალხი უარყოფს რუსეთის უკანონო შეჭრას და უკრაინის ტერიტორიების ძალით მიტაცებას“, - აღნიშნა პატელმა.
19 ოქტომბერს რუსეთმა მის მიერ ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში „საომარი მდგომარეობა“ გამოაცხადა.