რუსეთის მიერ უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურის ინტენსიური დაბომბვა 19 ოქტომბერსაც გაგრძელდა. სამი ელექტროსადგური განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციული ვიდემიმართისას განაცხადა.
რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურას ბომბავს. კიევის ცნობით, ელექტროსადგურების 30% განადგურებულია. უკრაინამ თავის მოსახლეობას საღამოს საათებში ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.