უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, აშშ-ის ტრანსპორტისა და ვაჭრობის დეპარტამენტებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დოკუმენტს, რომელიც უკრაინის ინფრასტრუქტურის მდგრადობისა და აღდგენის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
ამის შესახებ უკრაინული მხარე იუწყება.
ინფრასტუქტურის მინისტრ, ალექსანდრე კუბრაკოვის თქმით, ხელმოწერილი დოკუმენტი ითვალისწინებს ერთობლივი სამუშაო ჯგუფის (Task Force) შექმნას, რომელიც უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენის პროცესში აშშ-ის სახელმწიფო ინსტიტუტების, ბიზნესისა და ექსპერტების ჩართვის საკითხს ითვალისწინებს.
„შექმნილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ, ავაშენოთ ჩვენი თანამშრომლობის ეფექტიანი მოდელი და სწრაფად გავაგრძელოთ გარკვეული პროექტების განხორციელება. ჩვენ ველით ამ პროცესში ამერიკული ბიზნესისა და ექსპერტული ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას“, - განაცხადა კუბრაკოვმა.