საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, საქართველოს პარლამენტში “მინისტრის საათის” ფორმატში წარსდგა. მან ოკუპაციასა და რუსეთის მხრიდან განხორციელებული აგრესიის მძიმე შედეგებზე ისაუბრა.
„რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგად განსაკუთრებით დამძიმდა რეგიონში უსაფრთხოების გარემო, რაც დამატებით გამოწვევებს ქმნის საქართველოსთვის.
ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ ამ ტურბულენტური ვითარების ფონზე რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემის და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციისთვის“, - განაცხადა მინისტრმა.
ამ მხრივ მან ყურადღება გაამახვილა შემდეგ დოკუმენტებზე: გაერო-ს გენერალური ასამბლეის ყოველწლიური რეზოლუცია - „აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“; გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების განცხადება რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით; ევროპარლამენტის რეზოლუცია აღმოსავლეთ პარტნიორობის არეალში უსაფრთხოების შესახებ; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში; ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ერთობლივი განცხადებები, მათ შორის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური მთელი წლის მანძილზე აქტიურად იყენებდა ყველა არსებულ დიპლომატიურ თუ სამართლებრივ ინსტრუმენტის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების უზრუნველყოფისთვის, რათა გაძლიერდეს რუსეთის ფედერაციაზე დიპლომატიური წნეხი მისი საერთაშორისო ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების მიზნით.
გარდა ამისა, მისივე თქმით, მუდმივ რეჟიმში ხდებოდა საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასთან დაკავშირებით.
„სწორედ ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად ჩვენი პარტნიორების მხრიდან გვაქვს მკაფიო მხარდაჭერა, რაც აისახება პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საჯარო განცხადებებში და არაერთ დოკუმენტში. ამ პროცესში მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისათვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთზე“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა 2022 წლის 30 ივნისს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებაზეც, რომლის ფარგლებშიც გაიცა დაკავების ორდერები ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო რეჟიმის 3 წარმომადგენლის მიმართ.
მინისტრმა ვრცლად ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე, როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ერთადერთი ფორმატია ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების საკითხზე, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციას.
მინისტრის განცხადებით რეგიონში შექმნილი მწვავე უსაფრთხოების გარემოს ფონზე ძალზედ მნიშვნელოვანი იყო 56-ე რაუნდის გამართვა თანათავმჯდომარეებსა და მათ ორგანიზაციებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო) ასევე აშშ-სთან ქართული მხარის მჭიდრო თანამშრომლობით.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან აქტიურ თანამშრომლობაზე, რასაც მნიშვნელოვანი როლი აქვს ადგილზე მშვიდობის უზრუნველყოფისა და ვითარების ესკალაციის პრევენციის პროცესში.
იშვნელოვან ადგილს იკავებდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021 წლის 21 იანვარს მიღებული ისტორიული გადაწყვეტილება, რითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევისთვის, რადგან იგი ახორციელებდა ეფექტურ კონტროლს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში.
შესაბამისად, სასამართლომ იურიდიულად სავალდებულო გადაწყვეტილებაში დაადასტურა, რომ ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიების განუყოფელი ნაწილია“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.