უკრაინამ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები, სანქცირებულთა სიაში შეიყვანა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკის მიერ ხელმოწერილი ბრძანება №727/2022 ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
სანქცირებულთა სიაში, რომელიც 256 ადამიანისგან შედგება, შეყვანილია ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი.
მათ შორის, სანქცირებულთა სიაშია, დავით იაკობაშვილი, რომან აბრამოვიჩი, ლეონიდ ლებედევი და სხვები.
ამავდროულად, №726/2022 დადგენილებით ამოქმედდება ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება „პერსონალური განსაკუთრებული ეკონომიკური და სხვა შემაკავებელი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“, რომელს საფუძველზეც სანქციები ფიზიკურ და იურიდიული პირებს უწესდებათ.
გამოქვეყნებული დანართის მიხედვით, სანქციები დაუწესდა 2 251 პირს. მათ შორის არიან ტელეკომპანია „პირველი არხის“ გენერალური დირექტორი კონსტანტინე ერნსტი, თინა კანდელაკი, იგორ პუტინი, ალინა კაბაევა და სხვები.
გარდა ამისა, ამავე განკარგულებით სანქციები უწესდება 1 374 იურიდიულ პირს, მათ შორისაა სააქციო საზოგადოება „ალფა-ბანკი“, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სბერბანკ ფაქტორინგი“ და ა.შ.