"პირდაპირ უნდა განვაცხადო: მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა", - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა. ამის შესახებ მან სტატუსი Twitter-ზე გამოაქვეყნა.
მისი თქმით, ვაქცინებზე სამართლიანი წვდომის პერსპექტივები საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.
„პირდაპირ უნდა განვაცხადო: მსოფლიო კატასტროფული ზნეობრივი მარცხის ზღვარზეა და ეს მარცხი მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში სიცოცხლისა და საარსებო წყაროების ფასად დაგვიჯდება“, - განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.