ნიუ-იორკის სასამართლომ, მსახიობი კევინ სპეისი უდანაშაულოდ ცნო

ნიუ-იორკის სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა, ამერიკელი მსახიობი კევინ სპეისი, სექსუალური შევიწროების საქმეში გაამართლა, იუწყება NBC.

მოსამართლე ლუის კაპლანმა საქმის შეწყვეტა გადაწყვიტა. სარჩელი შეიტანა მსახიობმა ენტონი რაპმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ სპეისმა 1986 წელს ნიუ-იორკში გამართულ წვეულებაზე, შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც რეპი 14 წლის იყო.

გამოცემის ცნობით, 2017 წელს, როდესაც რეპმა საჯაროდ ისაუბრა ამ ინციდენტზე, სპეისმა მას ბოდიში მოუხადა და განაცხადა, რომ ის მაშინ ნასვამ მდგომარეობაში იყო და მისი ქცევა უაღრესად შეუსაბამო იყო.

20 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე სპეისმა უარყო თავისი დანაშაული. მსახიობმა თქვა, რომ მას არ მოუწია ბოდიშის მოხდა იმის გამო, რაც არ გაუკეთებია. ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიეს, რომ რაპმა ბრალდებები ვერ დაამტკიცა. 

ენტონი რეპი კევინ სპეისისგან $40 მილიონის კომპენსაციას ითხოვდა. სპეისი ბრალდებას უარყოფდა.