ოკუპირებულ ცხინვალში ზაზა გახელაძის სასამართლო პროცესი გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა
რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ, 11 ივლისს, მსხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებული ზაზა გახელაძის პროცესი, დღეს გაიმართა. საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ უზენაესი სასამართლო განიხილავს.
ekhokavkaza.com-ის ცნობით, სასამართლო პროცესზე რამდენიმე მოწმე დაკითხეს და შემდგომ შესვენება გამოცხადდა. ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის ჩაინიშნება მომდევნო სხდომა.
საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე, კასპის რაიონის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე, დაკავების დროს რუსმა სამხედროებმა ფეხში დაჭრეს.
დაკავებულს ბრალად წაუყენს საოკუპაციო რეჟიმის სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა, ასევე დე ფაქტო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობა. გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წინასწარ პატიმრობაში 7 თვის მანძილზე იმყოფება.
სასამართლო პროცესამდე, ქართულმა მხარემ აღნიშნული საქმე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე განიხილა. საქმეში ჩართული არიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებიც.