ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილი განაჩენი საქალაქო სასამართლოში საღამოს 7 საათზე გამოცხადდება.
ნიკოლოზ ბასილაშვილს, ყოფილი მეუღლის, ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობის ოთხ და ფსიქოლოგიური ძალადობის ერთ ეპიზოდზე აქვს ბრალი წარდგენილი.
შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი 23 მაისს ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს და მეორე დღეს საქართველოს პირველი ჩოგანი 100 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოთ გაათავისუფლეს.