საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა გაცნობითი შეხვედრა გამართა საუდის არაბეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, სალმან აბდულრაჰმან ალ შეიხთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მიულოცა ელჩს საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.
მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებები, ხაზი გაუსვეს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობას.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვაჭრობის, ეკონომიკის და საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის სფეროში ურთიერთქმედების გააქტიურების საკითხებს.