საჰარის უდაბნოში თოვლი მოვიდა

ჩრდილოეთ ალჟირში აინ სეფრას მოსახლეობა უჩვეულო მოვლენის მომსწრე გახდა. მსოფლიოს ერთ-ერთ ცხელ წერტილში, საჰარის უდაბნოში, ტემპერატურა ნულს ქვემოთ დაეცა და თოვლი მოვიდა.

ცნობისთვის, ბოლო 40 წლის განმავლობაში საჰარის უდაბნოში ნალექი მეოთხედ დაფიქსირდა.

ბოლოს ქალაქში 2018 წლის იანვარში მოთოვა.