უკრაინის ძალებმა, ნიკოლაევსკის რაიონში რუსული სუ-25 ჩამოაგდეს.
ამის შესახებ ნიკოლაევსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ვიტალი კიმმა Telegram-ში განაცხადა.
ნიკოლაივსკის რეგიონში, რუსული ძალების საჰაერო იერიში საათნახევარი გაგრძელდა.
სამხრეთის საჰაერო სარდლობამ განმარტა, რომ თავდასხმის თვითმფრინავი ნიკოლაევსკის რაიონის ბაშტანსკის რაიონში, ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფმა ჩამოაგდო.