"ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ 21-ე საუკუნე აზიის იქნება", - განაცხადა თურქეტის საგარეო საქმეთა მინიტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს.
„მე-19 და მე-20 საუკუნეები ევროპისა და აშშ-ის საუკუნეები იყო. ახლა, ყველა მონაცემი ცხადყოფს, რომ 21-ე საუკუნე აზიის იქნება“, - განაცხადა მინისტრმა თურქეთის საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა საბჭოს (DEIK) მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ შეხვედრაზე, სადაც თურქეთსა და აზიის ქვეყნებს შორის სავაჭრო მოცულობის გაზრდის ახალ პერსპექტივებზე იმსჯელეს.
„პანდემიის პერიოდში, ჩვენ მხარს ვუჭერდით აზიის 33 ქვეყანას და შევიძინეთ ვაქცინაციის სამედიცინო აღჭურვილობა ისეთი ქვეყნებისგან, როგორიცაა ჩინეთი და იაპონია“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.