თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად ერთ-ერთი დაშავებულ კაცს ორივე კიდური და ხერხემალი აქვს დაზიანებული.
დაშავებულის ახლობლის თქმით, კაცი სახლიდან პროდუქტების საყიდლად გავიდა, შემდეგ კი რა მოხდა, მისთვის უცნობია.
ლაღიძის ქუჩაზე აფეთქების შედეგად დაშავებულებული ორი ადამიანი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.