ლიკანში, ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ამჟამად, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.
ბინაში სავარაუდოდ 75 წლამდე ქალი ცხოვრობდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
Europetime მომხდართან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გაცნობებთ.