თეგი: ბორჯომი

ბორჯომში „ბოლო ზარის” შემდეგ მომხდარ ავტოავარიაში ერთი მოსწავლე დაიღუპა

ბორჯომში „ბოლო ზარის“ შემდეგ მომხდარ ავტოავარიას ერთი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, სამი მგზავრი კი დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი მდინარშე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში Europetime-ს განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. დაშავებულები ბორჯომში კლინიკაში გადაიყვანეს.  

„ბორჯომის“ აქციების უსასყიდლოდ გადმოცემაზე გადაწყვეტილებას, მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც ყურადღება გამახვილდა კომპანია „ბორჯომის“ შეთავაზებაზე, რაც მფლობელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემას გულისხმობს. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროებს აქტიურად მუშაობა დაავალა, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილება მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი. „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს "ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ყურადღება გამახვილდა კომპანია ბორჯომის შეთავაზებაზე, მაკონტროლებელი კომპანიის მიერ საქართველოს მთავრობისთვის აქციების უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა სამინისტროებს დაავალა აქტიურად იმუშაონ, რათა შესაბამისი პროცედურები მოკლე ვადებში დასრულდეს. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი". - წერია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცახდა.   19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს.  2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.

პრემიერის თქმით, „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება და მთავრობის მომდევნო სხდომაზე ამ საკითხზე გადაწყვეტილება დამტკიცდება. „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს „ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ. პირდაპირი კომუნიკაცია გვქონდა "ბორჯომის" მმართველ კომპანიასა და მფლობელებთანაც. იცით რომ არის შემოთავაზება რომ ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს აჩუქონ წილი, რომელიც შეიძლება დაახლოებით 100 მლნ დოლარის ღირებულების იყოს. მე ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროს დავავალე და რამდენიმე დღეში დასკვნა მექნება. მომდევნო მთავრობის სხდომაზე ამას დავამტკიცებთ. ასე რომ, „ბორჯომს“ ოპერირებაში არავითარი პრობლემა აღარ ექნება. ჩვენი საამაყო ბრენდი გააგრძელებს მუშაობას. იქ დასაქმებული ყველა თანამშრომელი მშვიდად უნდა იყოს და პრობლემა იქნება ამოწურული“, - განაცხადა პრემიერმა. „ბორჯომის“ აქციების უსასყიდლოდ გადმოცემაზე გადაწყვეტილებას, მთავრობის უახლოეს სხდომაზე მიიღებენ 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცახდა.   19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს.  2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.

დავითაშვილი: სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს „ბორჯომის“ აქციების ნაწილს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს

ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში აიღებს "ბორჯომის აქციების" ნაწილს, რის შემდეგაც კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იქნება. „ბორჯომის“ მფლობელი მზადაა, აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს IDS ბორჯომი სანქციების გამო, წარმოებას დროებით აჩერებს მის თქმით, პროცესის იურიდიული ნაწილი დასრულებული არაა და სახელმწიფოს მიერ „ბორჯომის“ აქციების ნაწილის ფლობა დროებით ვერ მოხერხდება. „სანქციებისთვის გვერდის ავლაზე საუბარი არ არის. ამის შესახებ ინფორმაცია ყველა საერთაშორისო პარტნიორს მივაწოდეთ. საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ საკუთრებაში აიღოს ბორჯომის აქციების ნაწილი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, რომ კომპანია სანქცირებული პირების კონტროლის ქვეშ აღარ იყოს, თუმცა აქ ძალიან ბევრი იურიდიული ნიუანსია. თითოეულ მათგანს იმ მარეგულირებლებთან, გავდიოდით, რომლებმაც სანქციები შემოიღეს. ეს ეხება ევროპელ და ბრიტანელ მარეგულირებლებს, ეროვნულ ბანკთან ერთად. რა თქმა უნდა, ამას ძალიან ბევრი იურიდიული პროცესის შესწავლა დასჭირდა და ჯერ კიდევ არ დაგვისრულებია. უახლოეს ხანებში მთავრობა შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა კონკრეტული არის ის, რომ საკუთრებაში ავიღებთ და ეს არ იქნება დროებითი, "ბორჯომის" აქციების ნაწილს სანქცირებული პირებისგან, იმისთვის რომ კონტროლის კუთხით კითხვა აღარ იყოს და კომპანიამ შეძლოს სრულფასოვანი ფუნქციონირება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა. 29 აპრილს IDS ბორჯომმა სანქციების გამო, წარმოების დროებით შეჩერების შესახებ განაცხადა.   19 მაისს „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ განაცხადა, რომ მზადაა აქციების ნაწილი საქართველოს მთავრობას უფასოდ გადასცეს.  2013 წლიდან რუსული Alfa Group ფლობს IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს. მისი დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ევროკავშირის სანქციების სიაშია. IDS Borjomi International, ბორჯომის გარდა, აწარმოებს ჩამოსხმულ წყალს ბრენდების Holy Spring და Edelweiss. უკრაინაში ომისა და მას შემდეგ დაწესებული სანქციების გამო, 750-ზე მეტმა უცხოურმა კომპანიამ შეაჩერა მუშაობა რუსულ ბაზარზე.

ბორჯომში „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები აქციას მართავენ

ქალაქ ბორჯომში, „ბორჯომის“ ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე „აიდიეს ბორჯომის“ თანამშრომლები დილიდან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ რამდენიმე მოთხოვნა აქვთ და და პროტესტს იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე მოთხოვნები არ დაუკმაყოფილდებათ. "რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს, ესენია: უკანონოდ გათავისუფლებული 50 ადამიანის დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა; ხელფასების დარიცხვა; ძველ შრომით პირობებზე დაბრუნება; უვადო ხელშეკრულებები ყველა დასაქმებულისთვის და ხელფასების 25 პროცენტით ზრდა; შანტაჟის, მუქარისა და იძულების ფაქტების აღმოფხვრა, ხოლო მასში მონაწილე ადმინისტრაციის ცალკეული პირების სამსახურიდან გათავისუფლება და პასუხისგებაში მიცემა", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.  

„ბორჯომის“ აქციონერი სახელმწიფო გახდება - ირაკლი ღარიბაშვილი

„ეკონომიკის სამინისტრომ დააასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე, მთავრობის სხომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი“, - შესაბამისი განცხადება პრემირ-მინიტრმა მთავრბის სხდომაზე გააკეთა. IDS ბორჯომი: კომპანიის ანგარიშები გაიყინა, რის გამოც ფინანსური რესურსი შეზღუდული გვაქვს „ეკონომიკის სამინისტრომ დააასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე, მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი, თანამფლობელი, ამით მოგვარდება ეს პრობლემა. ვიცი, რომ მანამდე გარკვეული სირთულეები არის. იქ დასაქმებულები აპროტესტებენ... დღეს მქონდა საუბარი ზურაბ აზარაშვილთან და მისი დავალებით საქმეში არის ჩართული შრომის ინსპექცია. მინდა ვუთხრა ყველას ვუთხრა, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით. ყველაფერი ისე მოგრავდება, როგორც საჭიროა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.  

პრემიერი: მოლაპარაკება დასრულდა, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე

პრემიერ-მინისტრმა „ბორჯომთან“ მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის თანამფლობელი სახელმწიფო გახდება. მისივე თქმით, ეს არის უსასყიდლო გარიგება და პროცესი წარიმართა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით.  „პირველი საკითხი, ეს არის „ბორჯომის“ ქარხნის საკითხი და ამ ქარხნის ბედი. მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ მე საზოგადოებს ვუთხარი, შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამდენიმე კვირაში და დღეს მინდა, გაცნობოთ, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება, ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის რომ იტყვიან, თანამფლობელი. და ყველა ის პრობლემა, რომელიც ბორჯომს ჰქონდა შექმნილი და მის თანამშრომლებს ოპერირებაში, მართვაში, ფუნქციონირებაში, ზოგადად, ყველა ეს პრობლემა იქნება მოხსნილი. ჩვენ აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რეგულატორებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით და მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროებს, რომლებმაც ძალიან აქტიურად, ნაყოფიერად იმუშავეს ამ გარიგების ასე ვთქვათ წარმატებით დასასრულებლად, ასე რომ ვულოცავ ბორჯომის თითოეულ თანამშრომელს,“- განაცხადა პრემიერმა.  მთავრობის მეთაურმა, „ბორჯომის“ თანამშრომლების იმ ნაწილთან დაკავშრებით, რომლებიც თვლიან, რომ მათ კომპანია უსამართლოდ მოექცათ, აღნიშნა, რომ არავის უნდა ჰქონდეს ჩაგვრის განცდა. „ვიცი, რომ იქ რამდენიმე ათეული თანამშრომელი თვლის, რომ უსამართლოდ მოექცა ადგილობრივი კომპანია, 50 თანამშრომლის გაშვება მოხდა, მე ამის თაობაზე წინა კვირასაც მოგახსენეთ, რომ ბატონ ზურა აზარაშვილს დავავალე და ის აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. მას შემდეგ რაც სახელმწიფო გახდება თანამფლობელი ამ ჩვენი საწარმოსი, „ბორჯომის“, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად მოგვიწევს, ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ და მინდა, ამ ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არც ერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე, არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება, არც ერთი თანამშრომელი ჩვენი „ბორჯომის“, ჩვენი მართლაც ეროვნული სიმდიდრის. მე ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა, ამ ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, ზურა აზარაშვილი და ლევან დავითაშვილი ჩაერთვებიან ამ პროცესში და ჯობია, რომ ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ, რაც შეიძლება მალე, რომ ხალხს არ ჰქონდეს განცდა რომ ვინმე უსამართლოდ იჩაგრება და ყველა მათი სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, არ უნდა იყოს ხმაური და განცდა არ უნდა ჰქონდეს არავის რომ იქ ვინმე იჩაგრება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

IDS BORJOMI სახელმწიფოს კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს

2022 წლის 13 ივნისს, საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზების ოფიციალურად მიღების შემდგომ, IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს. კომპანია ამ საკითხზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. შეთანხმების შედეგად: • მაკონტროლებელ აქციონერს აღარ ექნება IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია. • IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოში მაკონტროლებელი აქციონერის წარმომადგენლობა 8-დან 2 წევრამდე შემცირდება. • IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი იქნება. „IDS BORJOMI International-ის აქციონერები, მუდმივად ზრუნავდნენ კომპანიის წარმატებაზე, თითოეულ ქვეყანაში თუ ბაზარზე. ჩვენ, IDS BORJOMI, მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, ამ შეთანხმების მიღწევის მხარდაჭერის პროცესში. ამ რთულ ვითარებაში, ეს გადაწყვეტილება კომპანიას გრძელვადიანი განვითარების გაგრძელების საშუალებას აძლევს,“ - აცხადებს IDS BORJOMI International-ის დირექტორთა საბჭოს წევრი, ელხან ალნაზაროვი. პრემიერი: მოლაპარაკება დასრულდა, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე

ლევან დავითაშვილი: კომპანია „ბორჯომში“ სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია

"საქართველოს კომპანია „ბორჯომში“ აქციების 7.73% ექნება, ხოლო დირექტორთა საბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დირექტორი ეყოლება. კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. "“ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა. მმართველობაში სახელმწიფო, როგორც მოგახსენეთ, წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე იქნება მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კონკრეტულად მას ექნება წარმმართველი როლი. ორი დირექტორი ეყოლება „ერასმონი ლიმიტედს“, ორი დირექტორი მეორე მსხვილ აქციონერს „Black Waters Limited-ს“ და ერთი აქციონერი, რომელიც გადამწყვეტი ხმის მქონეა, ეს არის დირექტორთა საბჭოს წევრი და მას წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია“, - განაცხადა დავითაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: IDS BORJOMI სახელმწიფოს კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს  

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი ჩაერთო

ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი დღეს დილიდან ჩაერთო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ამ დროისთვის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაო გრძელდება. გუშინ, ზოვრეთში სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძრის რამდენიმე კერა გაჩნდა და დაკვამლიანებაც შეინიშნებოდა. ტელეკომპანია „ბორჯომის“ ცნობით, ცეცხლი დაახლოებით 2-3 ჰექტარზეა გავრცელებული. ტერიტორია არის კლდოვანი და მიუვალი, რის გამოც ტექნიკის ადგილამდე მიყვანა იყო გართულებული. Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ხანძარი ლოკალიზებულია და ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს. 

ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ქვაბისხევი-ზორეთის საზღვართან, ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკაიზებულია.  „ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები, ხანძრის კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურში.  ტელეკომპანია „ბორჯომის“ ინფორმაციით, ცეცხლი ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.   

ბორჯომში, ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ 3 ვერტმფრენი ერთვება

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოს არსებული კლიმატური პირობები ართულებს. ცეცხლის ჩასაქრობად 250-მდე მეხანძრე-მაშველია მობილიზებული. სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის, დავით სუხიშვილის თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენი, რომლებიც ხანძრის ქრობის სამუშაოს ქარის ჩადგომის შემდეგ განაახლებენ. ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი ჩაერთო Europetime-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ცეცხლის ახალი კერების გაჩენის საფრთხე არ არსებობს. ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა.  

ბორჯომში ხანძრის ქრობის პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაო გაძლიერებული ძალებით ხორციელდება. ცეცხლის ქრობის ამოცანები განაახლა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. დამატებით მობილიზებულია 30-მდე სახანძრო ავტოტექნიკა. უწყვეტ მუშაობას განაგრძობს 250-მდე მეხანძრე-მაშველი.   ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე - იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი.   „საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად, პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ.   საქართველოს თავდაცვის ძალების გამოყენების შესახებ მთავრობის მეთაურმა შესაბამის ბრძანებას ხელი მოაწერა“, - იუწყება მთავრობის ადმინისტრაცია. ბორჯომში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში ვერტმფრენი ჩაერთო ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. მისი გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო

Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყვის მასივში გაჩენილო ხანძრის ქრობის სამუშაოებში, სასაზღვრო პოლიციის 4 ვერტმფრენი მონაწილეობს, ადგილზე მობილიზებულია 300 მეხანძრე-მაშველი.  როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ამ დორისთვის დასახლებულ პუნქტებზე ცეცხლის გავრცელების რისკი არ არსებობს.  რაც შეეხება ხანძრის კერების რაოდენობას და ხანძრის შედეგად დაზიანებული ტყის ფართობის მოცულობას, როგორც Europetime-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ეს ინფორმაცია დაზუსტების შემდეგ მოგვიანებით გახდება ცნობილი.  ცეცხლი, ბორჯომის მინიციპალიტეტის ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.   

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ბორჯომში, დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია

ამ დროისათვის ბორჯომის მუნიციპალიტეტში დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.   ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო  „ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ქრობის ღონისძიებებში ჩართულია 300 მეხანძრე-მაშველი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 300 თანამშრომელი.   ხანძრის ქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.   ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია.   ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა, ეროვნული სატყეო სააგენტოსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები.   შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.   ცეცხლი, ბორჯომის მინიციპალიტეტის ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა. 

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოში თავდაცვის ძალების სპეცტექნიკა ჩაერთო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით და ხანძარსაწინააღმდეგო მოქმედებების ეფექტიანად განსახორციელებლად პროცესში თავდაცვის ძალები ჩაერთნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 31 ერთეული სპეციალური და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებელი ავტოტექნიკა, მათ შორის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა MTLB (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები. ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის სამუშაოებში 4 ვერტმფრენი ჩაერთო „ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოს აღმოსავლეთის სარდლობის I ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებიც შეუერთდნენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, რომელიც არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ ხანძრის ქრობის სამუშაოებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ცეცხლი, ბორჯომის მინიციპალიტეტის ქვაბისხევი-ზორეთის მიმდებარედ ტყეში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, 19 აგვისტოს, სავარაუდოდ 19:00 საათის შემდეგ გაჩნდა.   

გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო

ბორჯომის ხეობაში მყოფმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსახლეობაში ხანძრის გავრცელების საფრთხე მოხსნილია და ცეცხლის მასშტაბმა იკლო. „ხანძრის გავრცელების არეალი წითელ ზონას არ გასცდენია, თუმცა გუშინ სადაც არ იყო, დღეს გადასულია ცეცხლი და გაჩნდა ახალ-ახალი კერები. სადაც ფიჭვნარია, უფრო მეტად იქ ჩნდებოდა. მთლიანად დავარტყით ახლა წრე, ვნახეთ, დავათვალიერეთ. გახსოვთ თქვენ, წინა წლებში მომხდარი ბორჯომის ხანძარი, ერთიანად, მთლიანად იწვებოდა ყველაფერი. აქ ასე არ არის, პატარ-პატარა კერებია. ტერიტორიის მასშტაბი დიდია, თუმცა ცეცხლის მასშტაბი შედარებით ნაკლებია. ის საფრთხე, რომ ხანძარი მოსახლეობაზე გადავიდეს და გავრცელდეს, მოხსნილი. მაქსიმალურად გადასროლილია სახანძრო მანქანები ქვედა მხარეს და საშიშროება, რომ ცეცხლი გადავა დასახლებულ პუნქტებზე, არ არსებობს, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ქარიშხალი არ ამოვარდა. როდის ჩაქრება ხანძარი - ძალიან რთულია ამაზე პასუხის გაცემა. ეს არის დიდ წილად ამინდზე დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვერტმფრენებიც რომ გვყავდეს მეტი, თუ ქარი იქნება, ვერ იმუშავებენ. ასევე, მსურს აღვნიშნო, როგორც მომახსენეს, სტრატეგიულ მილსადენებზე საშიშროება არ არსებობს", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.  

ლევან დავითაშვილი: მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი კონტროლქვეშ ოპერატიულად მოექცეს

მობილიზებულია ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძართან განუცხადა. თავდაცვის სამინისტრო: რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებით არიან გადასროლილი - ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ „მაქსიმალურადაა მობილიზებული ყველა შესაძლო საშუალება, რათა ხანძარი ოპერატიულად მოექცეს კონტროლქვეშ, მოხდეს მისი ლოკალიზება და ჩაქრობა.​ თქვენ იცით, რომ მყისიერად მოხდა, მათ შორის თავდაცვის ძალების გამოყენება. რამდენიმე უწყების ძალებია მობილიზებული, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, თუმცა სატყეო რეინჯერები, თავდაცვის ძალები, ყველა გაერთიანებული ძალებით ებრძვის ხანძარს. მათ შორის, გამოყენებულია ტექნიკა. ასევე, მეზობელი ქვეყნის მხრიდან არის დახმარება. მეზობელმა ქვეყნებმა მყისიერად გამოაცხადეს დახმარების მზადყოფნა და მადლობა მინდა, გადავუხადო“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო    

თავდაცვის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ - სტიქიის ზონაში ცეცხლის ქრობის სამუშაოებში საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის ტერიტორიული რეზერვის 102-ე ბატალიონის ასეული ჩაერთო, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რეზერვისტები სოფელ აწყურის მიმართულებაზე არიან გადასროლილი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან კოორდინირებით სხვადასხვა მხარდამჭერ ამოცანას ასრულებენ, მათ შორის ცეცხლის კერების შეკავება, პერიმეტრზე მონიტორინგი და პატრულირება. 102-ე ბატალიონის რეზერვისტებს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სპეციალური სწავლება, NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიელი სამხედროების, ეროვნული გვარდიის ინსტრუქტორებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით აქვთ გავლილი. ასეული დანიური მხარის მიერ გადაცემული კრიზისებზე რეაგირების ინვენტარითაცაა აღჭურვიული", - აღნიშნულია ინფორმაციაში. გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო  

ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა

"ბორჯომის ხეობაში, რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. დამონტაჟდა დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები. ხანძრის ქრობის პროცესში დილიდან ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი", - ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. თავდაცვის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში რეზერვისტები მხარდამჭერ ფუნქციას შეასრულებენ „შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები 24 საათიან რეჟიმში განაგრძობენ ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებს. სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ხორციელდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, არც ერთი მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. გომელაურის თქმით, ბორჯომში ხანძრის მასშტაბმა იკლო  

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა ლიკვიდირებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის კერების უმეტესობა, ამ მომენტისთვის, ლიკვიდირებულია. ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა, კვლავ ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა მათივე ინფორმაციით, დღეს დილიდან, ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი. "რთულად მისადგომ რელიეფზე, რამდენიმე კილომეტრის მანძილზე გაიშალა სახანძრო მაგისტრალები, რისი საშუალებითაც ცეცხლის კერები მუშავდება. ტარდება ყველა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიება, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.  

შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა მათივე ცნობით, ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, კვლავ აქტიურად მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისსამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. "დილიდან მუშაობა განაახლეს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სამმა სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა. ხეობაში პერიოდულად ისევ ფიქსირდება ძლიერი ქარი, რაც ხელს უშლის ხანძრის ქრობის პროცესს, თუმცა მეხანძრე-მაშველები, სხვადასხვა სამინისტროს თანამშრომლების დახმარებით, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ არ მოხდეს ხანძრის გავრცელების არეალის გაფართოება და დროულად შეძლონ ყველა არსებულ კერაზე ცეცხლის ლოკალიზება-ლიკვიდაცია. ასევე, აქტიურად ტარდება შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო საპრევენციო ღონისძიებები, რათა ცეცხლი არ გავრცელდეს დასახლებულ პუნქტებსა თუ სტრატეგიულ ობიექტებზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიუვალ რელიეფზე, სადაც ცოცხალი ძალის მეშვეობით შეუძლებელია სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარება, ხანძრის ქრობის სამუშაოებს აქტიურად ახორციელებენ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები და თურქეთის რესპუბლიკის სამი სპეციალიზებული სახანძრო თვითმფრინავი.მიუხედავად რთული სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოებისა, ხანძრის ქრობაში მონაწილე უწყებების არც ერთი წარმომადგენელი არ დაშავებულა", - ნათქვამია ინფორმაციაში.  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბორჯომში ცეცხლის კერების 90% ლიკვიდირებულია

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე, გრძელდება სექტორების მონიტორინგი. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას "საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა ხანძრის გავრცელების არეალზე მიმდინარე სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები შეაჯამეს და ადგილზე არსებული ვითარება შეაფასეს.  ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია, გრძელდება ხანძრის გავრცელების ტერიტორიის მონიტორინგი. ბოლო მონაცემებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძრის გავრცელების სამივე სექტორზე ლიკვიდირებულია ცეცხლის კერების 90%, ხოლო დანარჩენ 10%-ზე მიმდინარეობს ხანძრის ქრობის აქტიური სამუშაოები. ამასთანავე, გრძელდება სექტორების მონიტორინგი", - ნათქვამია ინფორმაციაში. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა  

კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა

ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა, - ამის შესახებ კულტურის სამინისტრო ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარე კვირიკეწმინდის ტაძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას „სინამდვილეში, მოცემული ძეგლი ხანძრის შედეგად არ დაზიანებულა, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მისი სისტემის თანამშრომლების დამსახურებაა. შესაბამისად, აღნიშნული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოებისთვის კი განვმარტავთ, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ადგილზე იმყოფება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე სწავლობს ვითარებას და ახორციელებს მონიტორინგს. ძეგლის შიგნით და მის გარშემო არ შეცვლილა ხანძრამდე არსებული მდგომარეობა. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არ არის ცეცხლის კერები; დროდადრო აღინიშნება მხოლოდ დაკვამლიანება. გვსურს, მოვუწოდოთ მედიასაშუალებებს თავი შეიკავონ მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. ბორჯომის ხეობაში სახელმწიფო უწყებები ატარებენ ყველა შესაბამის ღონისძიებას, რათა მინიმუმამდე შემცირდეს სტიქიით მიყენებული ზიანი და თავიდან იქნეს აცილებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების თუ სტრატეგიული ობიექტების დაზიანება“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში. ბორჯომის ხეობაში დამატებითი წყალსაქაჩი ტუმბოები დამონტაჟდა  

შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია

ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა მათივე ცნობით, ამ დროისთვის, ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფების მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ამ დროისთვის, ხანძრის ძირითადი ნაწილი ლიკვიდირებულია და მიმდინარეობს აქტიურ კერებზე მუშაობა. ხანძრის ქრობის პროცესში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად, უწყვეტ რეჟიმში, კვლავ მონაწილეობენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები. ასევე, დილიდან განაახლეს მუშაობა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა და თურქეთის რესპუბლიკის სპეციალიზებულმა სახანძრო თვითმფრინავმა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული

თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს უფროსის, ლევან მუსელიანის განცხადებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის ქრობის პროცესი დასკვნით ფაზაშია გადასული. კულტურის სამინისტრო: ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრისას კვირიკეწმინდის ტაძარი არ დაზიანებულა „მეხანძრე-მაშველების მიერ სრულად კონტროლირებადია ხანძრის ქრობის პროცესი და მიმდინარეობს უწყვეტი სამუშაოები ხანძრის ლიკვიდაციისთვის“, - აცხადებს მუსელიანი. შსს: ბორჯომის ხეობაში ხანძრის ძირითადი კერები ლიკვიდირებულია შსს: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდირებული და ლოკალიზებული კერები სჭარბობს აქტიური კერების რაოდენობას    

ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბორჯომში ხანძარი ლიკვიდირებულია. ამასთან, მონიტორინგის მიზნით, ადგილზე მეხანძრე-მაშველები რჩებიან. ბორჯომის ხეობაში უწყვეტი სამუშაოები 12 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან  გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია  

ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება

ბორჯომში ხანძრის რამდენიმე მცირე კერა ისევ რჩება. დარჩენილია ცეცხლის რამდენიმე მცირე კერა, რომლის დამუშავებასაც ცოცხალი ძალა ავიაციასთან ერთად ცდილობს. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის სრული ლიკვიდაცია მოკლე დროში მოხდება. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ცნობისთვის, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში რამდენიმე ხანძრის კერა 21 აგვისტოს, დილიდან  გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: თბილისში, აგრარული უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია  

ლიკანის მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესი ამ დრომდე გრძელდება. ხანძრის ქრობის პროცესში, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენია ჩართული. ლიკანის მიმდებარედ ტყის მასივში ხანძარია "ბორჯომის მუნიციპალიტეტში ხანძრის სალოკალიზაციო-სალიკვიდაციო პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის, თავდაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები მონაწილეობენ", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ხანძარი ლიკვიდირებულია

"ორი კვირის წინ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევსა და სოფელ აწყურს შორის მდებარე ფერდზე ხანძარი ლიკვიდირებულია", - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა. თბილისი-გორის ავტობანზე ხანძარია ამასთან, მისივე თქმით, ლიკანთან არსებული კერა სრულად ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება.  "ფაქტობრივად, აქტიური კერა აღარ გვაქვს და ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რომ სალიკვიდაციო სამუშაოები მიდის მხრჩოლავი კერების დამუშავებით და ღია ცეცხლი არსად აღარ გვაქვს. თუ ამინდმა და კლიმატურმა პირობებმა ხელი არ შეგვიშალა, დღის ბოლოს სავარაუდოდ ამ ლოკაციაზეც გამოვაცხადებთ ლიკვიდირებას. რთულს ვერ ვიტყოდი, ალბათ იყო ურთულესი. ხედავთ, რა რთული რელიეფია, ფიზიკურად მისვლა ძალიან ჭირდა, თუმცა მეხანძრე-მაშველების სწრაფმა, ოპერატიულმა მოქმედებამ, ასევე მუნიციპალიტეტის, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან ტრაქტორებისა და მძიმე ტექნიკის მობილიზებამ მოგვცა საშუალება, გზები გაგვეყვანა. მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა მძიმე ტექნიკა და შედეგი სახეზეა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად  

ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია

ბორჯომში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს  მხრჩოლავი კერების მონიტორინგი. გარემოს ეროვნული სააგენტო: მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა და გამომშრალი ნიადაგი კვლავ რჩება ხანძრის გაჩენის ხელშემწყობ პირობად ამასთან, ადგილზე რჩებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებიც. ცნობისთვის, ბორჯომში ხანძარი 19 აგვისტოს გაჩნდა. ასევე წაიკითხეთ: სვანეთში, სოფელ ლატალში, ტყეს ცეცხლი გაუჩნდა  

ბორჯომში, მდინარე მტკვრში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს

ბორჯომში, მდინარე მტკვრში მაშველებმა ქალის ცხედარი იპოვეს. რა გარემოებებში დაიღუპა ქალი ამ ეტაპზე უცნობია. ამასთან, მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

ლიკანში, ერთ-ერთ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში სავარაუდოდ გაზი აფეთქდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „ბორჯომი“ ავრცელებს.  წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება სავარაუდოდ საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე მოხდა. ამჟამად, ყველა შესაბამისი სამსახური ადგილზეა მობილიზებული და მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები.ბინაში სავარაუდოდ 75 წლამდე ქალი ცხოვრობდა, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. Europetime მომხდართან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე გაცნობებთ.     

ლიკანში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული ქალი გარდაიცვალა

ლიკანში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 75 წლის ქალი გარდაიცვალა. კორპუსში აფეთქება 22 ოქტომბერს მოხდა. აფეთქება სავარაუდოდ, გაზის დაგროვებამ გამოიწვია. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. ქალი ბორჯომში, „ჰოსპიტალსში“ იყო გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო.  

ბორჯომის ტყეში, შუა ხნის კაცი გარდაიცვალა

ბორჯომის ტყეში დაახლოებით 55 წლამდე კაცი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ხის მოსაჭრელად იყო წასული, რა დროსაც თავის არეში ხე მოხვდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება"

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი მივიდა და ქვებს ისვრის. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ პარტიის წევრის, ანა ყურაშვილის თქმით, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა და მათ ბორჯომში მიმავალ გზაზე თბილისიდან აედევნენ. „ბავშვებს მიუვარდნენ ბანაკში ორკები. თუ არ წახვალთ, საღამოს უარესს დაგმართებთო, ემუქრებიან, ბავშვებს“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.  

ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის საქმეზე კაცი დააკავა. შსს-ში აცხადებენ, რომ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება" პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია - ჰერჩინსკი შეგახსენებთ, ბორჯომში 17 ივნისს, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ბანაკში მყოფ ადამიანებს თავს დაესხნენ, რასაც წინ უძღოდა “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერ, ზურა ჯაფარიძეზე ფიზიკური თავდასხმა - ხსენებულ ბანაკში მას ლექცია უნდა ჩაეტარებინა. ზურაბ ჯაფარიძესა და ბანაკზე თავდასხმის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

ზურაბ ჯაფარიძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ სოსო მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ბრალდებულის პატიმრობის შუამდგომლობით გორის რაიონულმა პროკურატურამ მიმართა. გამოძიების ვერსიით, 17 ივნისს გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო, პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის ბრალდებით ერთი პირი 18 ივნისს დააკავეს. ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება" პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია - ჰერჩინსკი შეგახსენებთ, ბორჯომში 17 ივნისს, „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის" ბანაკში მყოფ ადამიანებს თავს დაესხნენ, რასაც წინ უძღოდა “გირჩი - მეტი თავისუფლების” ლიდერ, ზურა ჯაფარიძეზე ფიზიკური თავდასხმა - ხსენებულ ბანაკში მას ლექცია უნდა ჩაეტარებინა. ზურაბ ჯაფარიძესა და ბანაკზე თავდასხმის ფაქტებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.  

ბორჯომის ცენტრალურ პარკში მომხდარ მკვლელობაზე შსს ინფორმაციას ავრცელებს

ბორჯომის ცენტრალურ პარკში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. უწყების თანახმად, 17 წლის ახალგაზრდამ 23 წლის კაცს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა, რის შედეგადაც ის კლინიკაში გარდაიცვალა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2006 წელს დაბადებული თ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 8 ივლისს, ბორჯომის ცენტრალურ პარკში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2000 წელს დაბადებულ დ.ხ.-ს, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა. პოლიციამ, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში ბრალდებული თ.ბ. ცხელ კვალზე, შემთხვევის ადგილზე დააკავა. დანაშაულის ჩადენის იარაღი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.