ბრიტანელი პროგრამისტი მერიას ნაგავსაყრელზე მყარი დისკის პოვნის შემთხვევაში ბიტკოინის წილს სთავაზობს

ბრიტანელი პროგრამისტი, ჯეიმს ჰოუელსი ქალაქის მერიას მისი მყარი დისკის მოძიებაში დახმარებას სთხოვს.

პროგრამისტი, ნიუ პორტიდან, მერიას საკუთარ მყარ დისკზე არსებული ბიტკოინების 25%-ს გადასცემს.

პროგრამისტი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა ვირტუალურ ვალუტაზე, 2013 წელს ჰოულსმა მყარი დისკი შემთხვევით გადააგო, როდესაც მას ეგონა, რომ უკვე კომპიუტერზე ჰქონდა ყველა მნიშვნელოვანი ფაილი გადატანილი.

ჯეიმს ჰოუელს მყარ დისკზე 7,500 ბიტკოინი ჰქონდა, რაც ვირტუალური ვალუტის სწრაფი ზრდის ფონზე დღეს 275 მილიონ აშშ დოლარია.

CNN-თან ინტერვიუში, პროგრამისტი ამბობს, რომ ის დათანხმდა საკუთარი ვირტუალური ვალუტის წილი მერიას გადასცეს, თუ ისინი ქალაქის ნაგავსაყრელის ამოთხრაზე დათანხმდებიან.

მერიამ მას უარი უთხრა და არც კი აპირებს მასთან შეხვედრას.

წილი, რომელსაც ჰოულსი მერიას სთავაზობს, დაახლოებით 70 მილიონი აშშ დოლარის ტოლია.

Bitcoin-ის ღირებულება ისტორიულ მაქსიმუმზეა, ერთი Bitcoin-ის ფასი 37,000 დოლარია.