შესაძლო დივერსიის თავიდან ასაცილებლად აშშ-ში ეროვნული გვარდიის წევრებსაც ამოწმებენ

CBC -ს გამოცემის ცნობით, FBI ეროვნული გვარდიის წევრებს, შესაძლო შიდა თავდასმის თავიდან ასაცილებლად ამოწმებს.

ეჭვი კაპიტოლიუმზე თავდასხმის შემდეგ გაჩნდა. თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პირების თქმით, ვაშინგტონში დისლოცირებული 25,000 ეროვნული გვარდიის წევრების შემოწმება მიმდინარეობს.

ვაშინგტონში 20 იანვარს ჯო ბაიდენის ინაუგურაცია გაიმართება, დედაქალაქში უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად არის გამკაცრებული.