ქართველმა ძიუდოისტმა, ბექა ღვინიაშვილმა 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში აბუ დაბის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ფინალში მან ფრანგი ლორის ტასირი 43 წამში შესრულებული იპონით დაამარცხა.
ამასთან, სოფიო სომხიშვილი აბუ-დაბის გრან სლემზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
